წელს საზაფხულო ბაღები ისევ იმუშავებს – პროგრამაში 45 ბაღი იქნება ჩართული. რეგისტრაცია კი 20 ივნისიდან დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. სიახლეა ასევე საბავშვო ბაღების რეგისტრაციის წესებშიც. რეგისტრაციის დროს პრიორიტეტის განსაზღვრა სამეტაპიანი ხდება.