სამ დღეში უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. გზის მიმდებარე მონაკვეთი 10 ივნისიდან გადაიკეტება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად შეიცვლება მიწის ზედა და ქვედა ინფრასტრუქტურა.