თბილისის მთავრობის სხდომა

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების დამატების შემდეგ მგზავრების გამტარუნარიანობა დაახლოებით 40 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მთავრობის სხდომაზე მგზავრთნაკადის გაზრდის გამო, ახალი ტურნიკეტების დამატების საკითხზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ იგეგმება მათი დამატება დიდუბისა და ვარკეთილის მეტროებშიც.