თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, წესი თბილისის საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. პირველი არეალი, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, კოტე აფხაზის ქუჩა იქნება.