მაისიდან ახალი აპლიკაცია ამოქმედდება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ მუნიციპალიტეტებს აცნობონ. „ფიქს თბილისზე“ შესაძლებელი იქნება ფოტოს ატვირთვა, მისამართის მითითება და დაკვირვება, თუ როგორ მოგვარდება საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე ტაქსების ლიცენზიების საკითხზე. ის მძღოლები, რომლებმაც მერიას ლიცენზიის მიღების თხოვნით 20 მარტამდე მიმართეს, 1-ლი აპრილიდან უვადო ლიცენზიის მესაკუთრეები გახდებიან.