დედაქალაქის მერმა თბილისის ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების გეგმა წარადგინა. პროექტი ორ მიმართულებას მოიცავს: ბიზნესს საშუალება ეძლევა, თბილისის განვითარების ფონდთან შეთანხმების საფუძველზე, ძველი შენობა ჩაანაცვლოს ახლით ისე, რომ შენარჩუნებული იყოს კულტურული მემკვიდრეობა, მეორე მიმართულების მიხედვით კი, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, შენობა-ნაგებობის გაყიდვის მიზნით, სახლი აუქციონზე გაიტანოს, პროცედურულ საკითხებში თანამშრომლობას კი მათ თბილისის მერია გაუწევთ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მესაკუთრის ინტერესები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობების იერსახე.