მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესში, შესაძლოა, უცხოური კომპანიები ჩაერთონ. თბილისის მერის განცხადებით, ქართული კომპანიები სამუშაოების შესრულებაზე ვერ იღებენ პასუხისმგებლობას. მისივე ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ოთხ მეტროსადგურზე მისაწვდომობის გაზრდას, ორზე – დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას და 12 მეტროსადგურისთვის მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
მოამბე