თბილისის 2023 წლის ბიუჯეტზე ილაპარაკა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. მერის თქმით, ბიუჯეტის პირველადი ვერსია უკვე გადაიგზავნა საკრებულოში, ის მოიცავს მხოლოდ მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ხარჯებს და მასში არ არის ასახული 2023 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, ბიუჯეტის პირველადი ვერსია არ მოიცავს ავტოპარკის განახლების ხარჯებს.