თბილისს 200 18-მეტრიანი ავტობუსი დაემატება, მათი შეძენა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა. ახალი ავტობუსები ქალაქში უკვე 2023 წლიდან იმოძრავებს. სწორედ სატრანსპორტო პოლიტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ხელმისაწვდომი და კომფორტული. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროებას.