თბილისის მერმა ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 27 ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი სახლები უკვე გადაეცა. დარჩენილი ოჯახების დაკმაყოფილება კი ეტაპობრივად მოხდება.
კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ასევე მერიის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, 60 წელს გადაცილებული ადამიანები უფასოდ შეძლებენ ფინტეს დარბაზებითა და საცურაო აუზით სარგებლობას, რეგისტრაცია 19 სექტემბრიდან დაიწყება. მერმა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა.