კახა კალაძემ ავარიული შენობების ჩანაცვლების პროექტის პრეზენტაციით გახსნა თბილისის მთავრობის სხდომა, მისი თქმით, საპილოტე პროგრამის ამოქმედება უახლოეს დღეებში დაიწყება, პირველი დემონტაჟი კი სამგორის რაიონში განხორციელდება. ახალი საცხოვრებელი ფართით 36 ოჯახი დაკმაყოფილდება, მერიამ უკვე უზრუნველყო ადგილობრივების გაყვანა და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება.
პროექტი ორი წლის განმავლობაში უდნა დასრულდეს. კალაძის თქმით, ავარიული სახლების დემონტაჟი ყველა უბანში ეტაპობრივად განხორციელდება. სხდომაზე ასევე ახალ სატრანსპორტო პროექტზე ისაუბრეს, დედაქალაქის მერის თქმით, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დამონტაჟდება.