თბილისში ხეების უკანონოდ მოჭრაზე კანონმდებლობა მკაცრდება. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადებულია, რომლის მიხედვით, ხის უკანონოდ მოჭრის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება.
კანონმდებლობის გამკაცრება შეეხება არასწორად გაცემულ საექსპერტო დასკვნასაც და მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ექსპერტი დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი მას საექსპერტო საქმიანობა შეუჩერდება.