თბილისის გამგეობების და მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ყურადღება რამდენიმე საკითხზე გამახვილდა. მათ შორის იყო შეჩერებული პრობლემური და უკანონო მშენებლობების საკითხი. ასევე, თბილისში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები.
კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების საკითხსაც შეეხო.