ვარკეთილის მეტროს შემდეგ, სამგორისა და ახმეტელის მეტროების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება დაიწყო. გარემოვაჭრეები, ვინც ამ ტერიტორიაზე ბიზნესსაქმიანობას ეწეოდნენ, ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადაიყვანეს, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ასევე, კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები კიკვიძის პარკში გაიმართება. ომის ვეტერანები ფინანსურ დახმარებასაც მიიღებენ. თბილისის მერმა ახალ სოციალურ პროგრამაზეც ისაუბრა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები და ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები, თბილისის მერიისგან დაფინანსებას მიიღებენ.