თბილისში, მაისიდან, მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს და აბონემენტების შეძენას საბანკო ბარათებზეც შეძლებენ. მათ დამატებით, სამგზავრო ბარათების ყიდვა აღარ მოუწევთ – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა რაოდენობის შესაბამისად, ბიუჯეტის გაზრდა იგეგმება.