თბილისის მერიამ საქართველოში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად ცხელი ხაზი აამოქმედა 0322 72 22 22. კახა კალაძის თქმით, სპეციალურ საბანკო ანგარიშზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, უკვე ნახევარი მილიონი ლარია ჩარიცხული.
დედაქალაქის მერიის ინიციატივით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ ყველა იმ სერვისით, რომელიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია.