დღეიდან თბილისში 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა ამოქმედდა. თანხით თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები ისარგებლებენ და ნებისმიერ აფთიაქში სასურველი მედიკამენტის შეძენას შეძლებენ. კახა კალაძის განცხადებით, ვაუჩერის მისაღებად პენსიონერებს მერიასა და გამგეობებში მისვლა არ მოუწევთ, რადგან ის პირები, ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ელექტრონულ ბაზაში ავტომატურად აისახებიან და მათ სპეციალური კოდი მიენიჭებათ.
სხდომაზე კახა კალაძემ სატრანსპორტო რეფორმაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ყვითელი ავტობუსები მიმდინარე წელს ახალი ტრანსპორტით სრულად ჩანაცვლდება. ისაუბრეს ახალ სააბონემენტო სისტემაზეც, რომლის ამოქმედებაც პირველი თებერვლიდან იგეგმება.