თბილისის მთავრობის სხდომა

იანვრიდან დედაქალაქის მოსახლეობას მხოლოდ ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება. განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მერის განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ულიმიტო სატარიფო სააბონენტო სისტემა დაინერგება, რომელიც პირველი თებერვლიდან ძალაში შევა. მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას, უფასოდ და შეღავათიანი ტარიფებით სხვადასხვა ადამიანები შეძლებენ.