მომავალ წელს თბილისში განსახორციელებელ პროექტებში მილიარდ 545 მლნ ლარი დაიხარჯება. კახა კალაძის ინფორმაციით, დაზუსტებული ბიუჯეტი დასამტკიცებლად უკვე გადაიგზავნა თბილისის საკრებულოში. მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა 2022 წელს უსახლკაროდ დარჩენილი 400-მდე ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაც გაგრძელდება. ასევე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალური მიწების უკანონო მიტაცებასა და უკანონო მშენებლობის ფაქტებზე.