კახა კალაძე მხარდამჭერებს მადლობას უხდის და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძისგან ვიცე-მერმა დავალება უკვე მიიღო, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი ქალაქის ინტერესებზე იყოს მორგებული, რამაც დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარება უნდა უზრუნველყოს. თბილისის მერია, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის გაგრძელებას მომდევნო წელსაც გეგმავს. პანდემიის დროს დაზარალებული ბიზნესსექტორი დახმარებით 2022 წელსაც ისარგებლებს.
ასევე, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, კალაძემ სოციალური მიმართულების სამსახურს დაავალა, რომ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, 500-ლარიანი ვაუჩერების გამოყენების საშუალება უკვე იანვრიდან ჰქონდეთ.