თბილისში, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახები დედაქალაქის მერიისგან საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, უსახლკაროს სტატუსი 400-მდე ოჯახს აქვს და მათთვის ბინით უზრუნველყოფის პროგრამა მომდევნო წლიდან დაიწყება.
კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სხვა სოციალურ პროგრამებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ წელს, მერიის დაფინასების პროგრამით შვიდი ათასამდე სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტი ისარგებლებს. ახალი პროგრამა იწყება სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვისაც. მათ მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ.