თბილისის მთავრობის სხდომა

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისობაზე დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიება გაუქმდა და კონცერტისთვის გამოყოფილი თანხა ბათუმში ტრაგედიის დროს დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს.

კახა კალაძის განმარტებით, 23-24 ოქტომბერს, თბილისი, საშემოდგომო ნობათის გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს, რისთვისაც სპეციალური ადგილები იქნება გამოყოფილი.