თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისში საბავშვო ბაღების რაოდენობა 186-მდე გაიზარდა, ბოლო სამ წელში კი 18 ახალი ბაღი გაიხსნა, – ეს განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისივე შეფასებით, მომავალ წელს მსგავსი პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტის გაზრდაა დაგეგმილი.

კალაძემ მთავრობის სხდომაზე სხვა საკითხებზეც გააკეთა განმარტება. თბილისის მერია პანდემიით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს და მცირე და საშუალო ბიზნესს დახმარებას ჰპირდება. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მოიჯარეები საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან, იმ პირებს კი, ვისაც საიჯარო ხელშეკრულების ვადა გასდით – მათ საიჯარო ვადები გაუხანგრძლივდებათ.