მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მონიტორინგი ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა იქ გადაადგილება უსაფრთხო იყოს. მისივე განმარტებით, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრებითი სამუშაოს დასრულების შემდეგ, იმ ადგილის გამწვანება იგეგმება.