პირველი ივლისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებათ – ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის პანდემიამდე არსებულ საათობრივ რეჟიმზე დაბრუნება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ივლისიდან გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები უქმდება. თუმცა, ძალაში რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენების აუცილებლობა. კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე საბავშო ბაღების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა.