თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისს ორი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატება. პარკების რეაბილიტაცია ვარკეთილში და ვაჟა-ფშაველას გამზირზე იგეგმება. ამის შესახებ განცხადება, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ვარკეთილში რეაბილიტაცია რიგის პარკს უტარდება, ვაჟა-ფშაველაზე კი მარშალ გელოვანის პარკის განახლება იგეგმება.

თბილისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ განცხადებები სხვა საკითხებზეც გააკეთა. საცობის თავიდან არიდების მიზნით, კოსტავას ქუჩაზე, სპორტის სასახლის მიმდებარედ, კამერების დაყენება იგეგმება და ყველა ის მანქანა, რომელიც ავტობუსის ზოლში გადაადგილდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას შეაფერხებს, დაჯარიმდება.