ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე რეგისტრაციას ადგილობრივი მოსახლეობა გამარტივებული წესით შეძლებს. როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ამ კუთხით მოსახლეობის ნაწილს პრობლემები შეექმნათ, ამიტომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის პროცედურები 7 ივნისიდან გამარტივდება.