პანდემიის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა გაგრძელდება, ამის შესახებ განმარტება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი განმარტებით, 2 მილიონი ლარი გამოიყოფა კლუბებში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად. კალაძის განმარტებით, ფინანსურ დახმარებას დაახლოებით 500-ზე მეტი ადამიანი და 50-ზე მეტი საკლუბო ორგანიზაცია მიიღებს.