თბილისის მთავრობის სხდომა

ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, წელს თბილისში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კალაძის განმარტებით, საახალწლო სოფლისთვის გათვალისწინებული თანხა, 800 ათასი ლარი სპეციალური პლატფორმის საშუალებით წინასაახალწლო დღეებში იმ ოჯახების საკვებით უზრუნველყოფას მოხმარდება, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამასთან, თბილისის მერის თქმით, სარეზერვო ფონდიდან, გაჭირვებული ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების შესაძენად დამატებით ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო და პროდუქტების შეძენა უკვე დაწყებულია.