თბილისის მერია „გოცირიძის“, „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ გარდა, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს – ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა. მერის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, დაწყებულია ვაგონების განახლება-რეაბილიტაციის პროგრამა. ასევე, უახლოეს მომავალაში დედაქალაქში დაიწყება ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს.
პროექტის ფარგლებში, მოხდება როგორც მწყობრიდან გამოსული ვაგონების ახლით ჩანაცვლება, ასევე, მეტროსადგურებს ჩაუტარდებათ სრული რეაბილიტაცია.