„მეტროსადგურ გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, გადაიხურება ბაქანი, სადგური ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ასევე, პარალელურად, როგორც მერი ამბობს, მიმდინარეობს ავტობუსების პარკის განახლება. კახა კალაძემ დედაქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საბურავების, სამშენებლო და სხვა მსგავსი სახის მასალების რეალიზაციის წესების დარღვევისთვის ბიზნესი 2021 წლიდან დაჯარიმდება.