მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში დამატებით კიდევ 4 021 სარეგისტრაციო განაცხადზე მიიღება დადებითი გადაწყვეტილება. საუბარია ახალდაბის, ტაბახმელას, წავკისისა და შინდისის ტერიტორიაზე. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. ისაუბრეს ასევე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზეც. აღინიშნა, რომ პირველი ეტაპი დასრულებულია და მოქალაქეები ახალ ბინებს მიიღებენ.
თბილისის მერი ე.წ თემქის პარკში მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ რეკრეაციული სივრცის ნაწილის დატბორვა წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია.