დედაქალაქის პარკებში კონტროლი გამკაცრდება.
შესაბამისი დავალება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გასცა. მიზეზი გლდანში ახლად გახსნილ პარკში დაფიქსირებული ვანდალიზმის ფაქტებია. თბილისის მერმა დღეს დაზიანებული ინფრასტრუქტურის ფოტოებიც წარადგინა. კახა კალაძე ფიქრობს, რომ რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნების მიმართულებით აუცილებელია მოქალაქეების დახმარებაც.