„ისწავლე და დასაქმდი“ – დედაქალაქის მერიის ინიციტივით, დღეიდან ახალი პროგრამა დაიწყო. მსურველებს რეგისტრაციის გავლა პირველ ოქტომბრამდე შეუძლიათ. მონაწილეობის მიღება თბილისში რეგისტრირებულ პირებს თვრამეტი წლიდან შეუძლიათ. სწავლა უფასოა. აღნიშნული პროგრამა ხუთი წელია, არსებობს და სხვადასხვა მიმართულებით, ამ დროისთვის 10 ათასამდე ადამიანი გადამზადდა. კახა კალაძის განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, პროგრამაში მონაწილეების 70 პროცენტი დასაქმდება.