თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის სამზადისი მიმდინარეობს.
როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბაგა ბაღების განახლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს არაერთი ბაღის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები. მათ შორის თბილისის 115 ბაღში მიმდინარეობს მცირე და საშუალო მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, ასევე სიახლეა მეთოდოლოგიური ინვენტარის განახლების კუთხით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პატარებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდეთ. აღნიშნული პროექტებისთვის თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან რვა მილიონზე მეტი ლარი იხარჯება.
ახალი სააღმზრდელო წელი ბაგა ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება