თბილისში, სამ სხვადასხვა რაიონში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ზაჰესის დასახლებაში 50-ე ბაღის მშენებლობა უკვე დაწყებულია და რაიონს თანამედროვე სტანდარტების საბავშო ბაღი მომდევნო წელს ექნება. ანალოგიური პროექტი სამგორისა და ისნის რაიონებშიც მიმდინარეობს.