ქართული ფეხბურთის წარმატებაზე საუბრით დაიწყო თბილისის მთავრობის სხდომა დღეს დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ ქართველ ფეხბურთელებს და ფედერაციის ხელმძღვანელს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული ფეხბურთის ეს წარმატება სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა. თბილისის მერმა ქართული ფეხბურთის თანადგომისთვის მადლობა ფონდ „ქართუსაც“ გადაუხადა და სამწუხარო უწოდა ფეხბურთელების მიმართ ბულინგის კამპანიას, რაც ამ ფაქტს მოჰყვა.