დღეიდან დედაქალაქში ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. საუბარია – 302 მარშრუტზე. ისინი დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ დრომდე მოქმედ, 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. თბილისის მერის თქმით, სამომავლოდ კიდევ 40, 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რაც ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია.
ჯამში მერიას 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი აქვს შესყიდული. კალაძის ინფორმაციით, MAN-ის მარკის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები.