ახალი წლის ღამეს გალა-კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება – ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მერიის გადაწყვეტილებით, ახალი წლის და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. თბილისის მერმა დღეს წლის ბოლო მთავრობის სხდომა გამართა და 2023 წელი შეაჯამა. კახა კალაძემ იმ პროექტებზე და სიახლეებზე ისაუბრა, რაც დედაქალაქში მიმდინარე წელს განხორციელდა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები და რეკრეაციული სივრცეების შექმნა – ეს იმის მცირე ჩამონათვალია, რაზეც დღეს დედაქალაქის მერმა ისაუბრა.