დედაქალაქის ბიუჯეტი მომავალი წლიდან 68 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში მილიარდ 700 მილიონი ლარი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, პრიორიტეტი, სოციალური პროგრამების დაფინანსება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება.