თბილისის მთავრობის სხდომა

აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო მონაკვეთზე განთავსებულ კაფე-ბარების მფლობელებს ათდღიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ სანებართვო პირობების შესაბამისად განათავსონ ობიექტები. განცხადება თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მერია მათ სანებართვო დოკუმენტების მოწესრიგებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან. კერძოდ, აღმაშენებლის გამზირისა და ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთზე 40-მდე ღია კაფე ყოველგვარი ნებართვის გარეშე მუშაობს, რაც ფეხით მოსიარულეებს პრობლემას უქმნის.

კახა კალაძემ ახალი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა, მისი თქმით, ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის კანონმდებლობა მკაცრდება.