თბილისის მთავრობის სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. პატივი წყნეთში ტრაგიკულად გარდაცვლილი დათუნა ჟღენტის ხსოვნას მიაგეს. კახა კალაძის განმარტებით, წინასწარი მონაცემებით ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალება თვითნებურად დამონტაჟებულმა ელექტრომოწყობილობამ გამოიწვია. მერმა მოსახლეობას შეახსენა, რომ ნებართვის გარეშე მსგავსი ქმედება არის უკანონო. მისივე შეფასებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.