თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დასრულებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრით დაიწყო. ხვალიდან დიდ დიღომში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იწყება. რის გამოც მირიან მეფის ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციისთვის მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება. კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულად დასრულდა სამგორის რაიონში, კაიროს დასახლებაში. კაიროს დასახლება სრულად რეაბილიტირდა და ჯამში 6 მილიონი ლატი დაიხარჯა.