თბილისის მთავარ სამმართველოში საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი დაიკითხა.
ხაბეიშვილმა გამოძიებას „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ საახალწლო განათებების შეძენის მიზნით, მილანურ კომპანიასთან 3 მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის მიზნობრიობის გამოძიების მოთხოვნით, ლევან ხაბეიშვილმა მთავარ პროკურატურას გასული წლის დეკემბერში მიმართა.