ეკონომიკის მინისტრი „თბილისის მშრალი პორტის” პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, რომელიც ხელმძღვანელობს კომპანია „აბუ დაბი პორტს გრუპის“ თბილისში მყოფ დელეგაციას. „მშრალი პორტი“ თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283 000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული, დაგეგმილია A და B კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია „მშრალი პორტის“ ტერიტორიის მოპირკეთება და ოფისის მშენებლობა, ასევე B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და რკინიგზის მშენებლობა.
პრეზენტაციის შემდეგ, მინისტრებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.