თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორკვირიან გასტროლს მართავს.
მუნიციპალიტეტის 14 სოფელში, პატარა მაყურებლებს ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ და ჰანს ქრისტიან ანდერსენის „წითელი ფეხსაცმელები“ უჩვენეს. სოფელ კაბალის საბავშვო ბაღში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის „რწყილი და ჭიანჭველა“ აზერბაიჯანულ ენაზე გათამაშდა. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის სოფლებში მცხოვრები პატარა მაყურებლების უმრავლესობა, თეატრალურ წარმოდგენას პირველად დაესწრო.