თბილისის მოდის კვირეული 18 ოქტომბერს გაიხსნება

თბილისის მოდის მე-18 კვირეული 18 ოქტომბერს გაიხსნება.

გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებები ღვინის N1 ქარხანაში მოეწყობა.

კვირეულის  ოთხდღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს. 2019 წლის შოურუმი და სხვა ღონისძიებები თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სააგენტო  „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.