თბილისში კედლის მხატვრობის ფესტივალი გაიხსნა. საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი არტისტები სტუმრობენ, რომლებიც ქართველ ხელოვანებთან დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარე შენობებს მოხატავენ. მათ შორისაა რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, რომელიც უკრაინელმა მხატვარმა მოხატა. წლევანდელი ფესტივალის მთავარი კონცეფცია არქიტექტურული ნაგებობების ახლებურად წარმოჩენაა.