კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ზაფხულის სეზონისათვის ემზადება. დაგეგმილია ტრანსპორტის ქიმიური წმენდა, დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვლება.
ქიმწმენდა ავტომობილებს ყოველ ექვს თვეში ერთხელ, შემოდგომაზე და გაზაფხულზე უტარდება. მიკროავტობუსების შენახვისათვის ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრა. პრობლემის მოგვარებამდე კი ტრანსპორტს ხაზზე სამუშაოდ გასვლა ეკრძალება.