პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა. თბილისის მერის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, მათი განახლება კი ეტაპობრივად 15 წლის განმავლობაში მოხდება.
13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზს მოემსახურება. კახა კალაძის თქმით, უახლოეს დღეებში მერია ბაზრის კვლევას დაიწყებს, რის შემდეგაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.